კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ერთკაციან არჩევნებში "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ვიქტორ სანიკიძემ გაიმარჯვა. არჩევნები ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ცნობისთვის, ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იბრძოდა, თუმცა ერთ-ერთმა, პაატა გურასპაულმა კანდიდატურის მოხსნის შესახებ მოულოდნელი განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ვიქტორ სანიკიძესთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში დაიბარეს.
პრეზიდენტობის კანდიდატებს პრემიერი ღარიბაშვილი და თეა წულუკიანი პირადად ესაუბრნენ.