ბაჩალიაშვილი და ქოლ-ცენტრების დანაშაულებრივი სქემა - ფარული კადრები მამაცაშვილის ოფისიდან

გამოქვეყნდა:

"ის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი იყო ამ საქმეში, მაგრამ ცალკეც ცდილობდა საქმის აწყობას" - ეს ჩანაწერი თამარ ბაჩალიაშვილს ეხება. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ახალგაზრდა პროგრამისტი სწორედ ქოლ ცენტრების სქემაში იყო ჩართული.

აქედან იხსნება კონსპირაციაც, ნაღდი ფულიც ანგარიშებზე და დეპრესიული ფონიც, რაც ასე დამახასიათებელია ამ საქმიანობაში ჩართული პირებისთვის. 

"შაბათის მთავარი" ჟურნალისტური გამოძიებების ახალ ციკლს იწყებს. ჩვენი ობიექტივის მიზანში ბოროტების იმპერიაა, რომელიც პირდაპირ ოლიგარქის გარემოცვა მართვას სხვადასხვა საცეცებით.

ქოლ ცენტრების საქმიანობის მთავარი მიზანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ადამიანებისთვის დანაზოგების თაღლითურად გამოძალვა და მოპარვაა. ამ ე.წ. ქოლ ცენტრებს კი უსაფრთხოების სამსახურები ეხმარებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი