400 გრ მაწვნის შეჭამანდი, ნახევარი პური, 200 გრ კომპოტი... - ვისთვის რა ღირს ჭამა?

გამოქვეყნდა:

იმისთვის რომ ათასობით გაჭირვებულმა კუთვნილი ულუფა მიიღოს, სასადილოში დილის ათი საათიდან  შუადღის პირველ საათამდე უნდა გამოცხადდეს. დაგვიანების შემთხვევაში იმ დღეს საჭმლის გარეშე დარჩება 

400 გრამი მაწვნის შეჭამანდი, ნახევარი პური, 200 გრამი ხილის კომპოტი, 180  გრამი ბრინჯის ფლავი - ეს  ბენეფიციარებისთვის ორშაბათის მენიუა. 

40 ათასზე მეტი გაღატაკებული ადამიანი მთელი კვირა პარასკევს და შაბათს ელოდება - ამ დღეებში მათთვის, სასადილოში 150 გრამი სოსისი და  ხორციანი წვნიანი  შედის

1,30 თეთრი - ეს არის თანხა, რომელსაც სახელმწიფო დღეში ერთი გაჭირვებული ადამიანის  გამოსაკვებად  იხდის.

მხოლოდ თბილისში, სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა საშუალო ოდენობა ბოლო 3 წელია მუდმივად იზრდება. უფასო სასადილოთი კი ისინი სარგებლობენ, რომელთა სარეიტინგო ქულაც არ აღემატება 200,000-ს. ასეთი კი ქვეყანაში 42 ათას 450 პირია.

თბილისის 10 რაიონში 62 უფასო სასადილო ფუნქციონირებს. უფასო სასადილოების დასაფინანსებლად თბილისის ბიუჯეტიდან  2021 წელს - 20,194,500 ლარია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი