გიორგი კაპანაძე, იგივე "რიჟა" ნაწილობრივ ფიგურირებს მომდევნო სიუჟეტშიც - ბუნებრივია, იმიტომ, რომ მომდევნო სიუჟეტიც უზარმაზარ თანხებს ეხება, მულტიმილიონიან ბიზნესს - ონლაინ-კაზინოებს. და სადაც მილიონები ტრიალებს, იქ ყოველთვის ჩნდება რისკი არალეგალური საქმიანობის, ფულის გათეთრების, კორუფციის და კრიმინალური ორგანიზაციების ჩართულობის.
რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ საქართველოში ონლაინ-სათამაშო ბიზნესს სწორედ მალტური კომპანია აკონტროლებს - კი, მალტა ევროპაში ცნობილია ონლაინ-თამაშების ბიზნესით, მაგრამ ამავე დროს ცნობილია ამ საქმიანობაში ფესვგადგმული მაფიით.
ფაქტებით არის დამტკიცებული, რომ თავად მალტაში ონლაინ-კაზინოების მარეგულირებლები შემდეგ მაფიის მოკავშირეები აღმოჩნდებიან ხოლმე. და ჩვენმა ხელისუფლებამაც სწორედ მალტური კომპანია შემოიყვანა საქართველოში მარეგულირებლად.
სრულიად შესაძლებელია, რომ ამ კოპანიას მაფიის საცეცებიც თან ჩამოყვა. ეს განსაკუთრებით საგანგაშოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ონლაინ-კაზინოებს ხელი მიუწვდებათ თქვენ პერსონალურ და ფინანსურ ინფორმაციაზე.
და განსაკუთრებით საეჭვო ხდება ვითარება იმის გამო, რომ, როგორც აღმოჩნდა, ეს მალტური კომპანია სრულიად დახურული და გასაიდუმლოებულია. მათთან კონტაქტში შესვლა შეუძლებელია და მის შესახებ არავინ არაფერი არ იცის, ხელისუფლების ფინანსთა სფეროს წამომადგენლებმაც კი. არადა კომპანია ფინასთა სამინისტროს შემოყვანილია ქვეყანაში.
რასთან გვაქვს საქმე? ვის ინტერესებს ემსახურება ბურუსით მოცული მალტური კომპანია? ან რისი მიღწევა უნდა ახლა საქართველოს ხელისუფლებას სათამაშო ბიზნესის რეგულაციების გამკაცრებით?