"ვაქცინაციის მარათონის დროს ველისციხეში გახლდით და იქ შემოდგომის პერიოდი იყო, როდესაც რთველი მთავრდებოდა. მოსახლეობასთან შეხვედრები გვქონდა და ახსნა-განმარტება ვაქცინაციაზე. შემდეგ გვითხრეს, რომ ვენახში ჩავსულიყავით. ცოტა ყურძენი დავკრიფეთ. შემდეგ გვითხრეს, ჩვენი საკუთარი შატო გვაქვსო. მართლაც, ძველი შატო იყო მე-19 საუკუნის და უფრო ძველი ქვევრებით. ასევე გვითხრეს, კახური შოთი და გუდის ყველი გაგვესინჯა. ამას მე "კახურ ფურშეტს" ვეძახი.
თანამშრომლებთან ერთად ვიყავი და უარი არ ვუთხარით. ჩვენ ყველა აცრილები ვიყავით და ეგ იყო...სამწუხაროდ, მასპინძელმა შემდეგ სიტყვა გატეხა... მითხრეს, რომ ჩვენთან ტრადიციაა, თუ ცნობადი სახე მოდის ამას აკეთებსო, მე იქვე ვუთხარი ერთი პირობით ოღონდ - თუ შეიძლება სურათი არ იყოს გადაღებული-მეთქი, შემპირდნენ რომ არაო, მაგრამ მერე"...
- თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ TV იმედზე. შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანდა, რომ NCDC-ის თანამშრომლები რეგულაციების დარღვევით ქეიფობდნენ.