სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების შენახვა 2014-2022 წლებში 59 მილიონი ლარი დაგვიჯდა. თანხის 69% მხოლოდ ხელფასებში დაიხარჯა - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, 2014-2022 წლებში ამ ინსტიტუტის თანამშრომელთა ხელფასებში ბიუჯეტიდან 41 მილიონი დაიხარჯა. მათი ცნობით, გაორმაგდა გუბერნატორების ხელფასებიც და 5,900 ლარი გახდა.
"დღემდე დამკვიდრებული პრაქტიკით, რწმუნებულ -გუბერნატორის ინსტიტუტი ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ადგილობრივ მთავრობებზე ზეწოლის ბერკეტია. გუბერნატორის ადმინისტრაციები მუნიციპალიტეტების არჩეული მერების საქმიანობაში ჩარევას ცდილობენ",- ნათქვამია განცხადებაში.
"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, 2014 წელს გუბერნატორების ადმინისტრაციებში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის განახევრდა, თუმცა დაფინანსება, პირიქით, გაიზარდა.