"ხვალიდან კვებაში შეზღუდვა საერთოდ აღარ ექნება" | კონსილიუმის ექიმები მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ხვალიდან კვებაში შეზღუდვა საერთოდ აღარ ექნება" - ამის შესახებ სახელმწიფო კონსილიუმის ექიმები  მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ საუბრობენ. 

ხვალიდან კვებაში შეზღუდვა საერთოდ აღარ ექნება. ფიზიოპლოგიური კვება მიიღო და მაინც ჯერ ვზღუდავდით და არ ვაძლევდით. ხვალიდან იქნება ჩვეულებრივ, გაფართოებულ კვებაზე, კვებას ითვისებს ნამდვილად კარგად იმიტომ რომ ის, ყველაზე მეტად რაც გვჭირდებოდა, მე როგორც ენდოკრინოლოგს, ის ყველა ნორმა ნორმაშია... და მაგალითად, გასაგები რომ იყოს, გახსოვთ რომ ხსენებაში იყო კალიუმი - ზოგჯერ სჭირდებოდა 10 და 12 აბი იმისთვის, რომ აღედგინა ნორმა, - ამბობს ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ამის შემდეგ მისი მდგომარეობა კრიტიკულად გაუარესდა და გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი