ფიზიკური ძალადობა ქალზე პოლიტიკური ნიშნით. ჭიათურაში "ქართული ოცნების" მაღალჩინოსანი 75 წლის დამლაგებელს ოპოზიციური შეხედულებების გამო გაუსწორდა. მედეა მოდებაძე სწორედ ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს მერიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილეს სპარტაკ კობახიძეს.
მაღალჩინოსანს ახლა პოლიციაში მოუწევს განმარტებების გაკეთება - მედიას კი ის დაემალა. თუმცა ძალადობის მსხვერპლს ქართული ოცნების კონტროლირებადი პოლიციის პირობებში სამართლიანი გამოძიების მოლოდინი არ აქვს.