საზეიმო სამზადისი ორბელიანების სასახლეში და ოპოზიცია პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრის მოლოდინში - ახალი წლის აღსანიშნავად დაგეგმილი საზეიმო მიღების დაწყებამდე ზუსტად ერთი საათი რჩება.
პრეზიდენტმა, რომელმაც დემოკრატიის საერთაშორისო ფორუმზე, ქვეყანაში ეროვნული შერიგების დაწყება დაანონსა, დღეს საკუთარ სასახლეში ჟურნალისტებს არ უშვებს.
სალომე ზურაბიშვილის ღონისძებას ქართული მედია ორბელიანების სასახლის შესასვლელთან გაშლილი კარვიდან დააკვირდება და არცერთ ჟურნალისტს მისთვის შეკითხვის დასმის საშუალება არ ექნება.