უნდა აღიარო, შენდობა ითხოვო და მიიღო - ჯაღმაიძე შერიგების ქრისტიანულ მოძღვრებას განმარტავს

გამოქვეყნდა:

საპატრიარქოს პრესსამსახურს, ანდრია ჯაღმაიძეს საყოველთაო შერიგების იდეა მოსწონს, თუმცა ვერ ამბობს, შეიძლება თუ არა ეს მოხდეს. ჯაღმაიძე ხსნის, მისთვის რა არის შერიგება: 

"ჩვენ, როგორც ყოფით ცხოვრებაში ვართ მიჩვეული, როდესაც გავანაწყენებთ ადამიანს და რაღაცას დავუშავებთ, იმისთვის, რომ კვლავ ერთსულოვანი ვიყოთ და შევრიგდეთ, ამას სჭირდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ქრისტიანული მოძღვრება მკაფიოდ განსაზღვრავს, რაც არის, ეს არის - უნდა აღიარო, რომ არ გინდოდა ამ ადამიანისთვის ზიანის მიყენება თუ წყენინება, შენდობა ითხოვო და ეს იმდენად გულწრფელი უნდა იყოს, რომ მისგან მიიღო ეს შენდობა. ეს უნდა იყოს საფუძველი დანარჩენი ყველაფრის, თორემ ისე, ინიციატივა, რა თქმა უნდა, კარგია. უბრალოდ, ვთქვი ის, რომ პირველივე ეტაპზე ჩანს, რომ გზა საკმაოდ გრძელია და პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი, როგორც ჩანს“, - ამბობს ჯაღმაიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი