პროტესტი ხადას ხეობაში. ადგილობრივები კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. კორპუსს ხეობაში ჩინური კომპანია აშენებს და იქ გზის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა უნდა იცხოვრონ.
მოსახლეობა ამბობს, რომ კორპუსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის და უძველესი ტაძრის ტერიტორიაზე შენდება. მშენებლობა კი უკვე დაწყებულია, საძირკველი ჩაყრილია და დაგეგმილია სამსართულიანი კორპუსის აშენება. მოსახლეობა ამბობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას მათ ამ პრობლემის მოსაგვარებლად არაერთხელ მიმართეს, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.
მიმდინარეობს მშენებლობა, ვატყობინებთ საგზაოს რომელიც ამბობს, რომ სამუშაოები შეჩერებულია და მათ უფლება არ აქვთ ამის აშენების, თენდება მეორე დღე, სამუშოები განახლებულია, ისევ ვატყობინებთ...ეს არ არის წერილობით, ზარებით შემოვიფარგლებოდით...სანამ არ ატყდა ეს ამბავი ყური არავინ შეიბერტყა", - აცხადებს "მთავართან" აქციის მონაწილე ადგილობრივი მცხოვრები.
იყო თუ არა საქმის კურსში ადგილობრივი ხელისუფლება და რა ზომების გატრებას აპირებენ ამის შემდეგ, უცნობია. გუბერნატორი დღეს აქციის ადგილზე მივიდა, თუმცა "მთავარის" კითხვებს გაექცა და კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მოსახლეობა კი ამბობს, რომ რეგიონის ხელმძღვანელობისგან მშენებლობის შეჩერების დაპირება მიიღეს.