"კრიშა არასდროს მოვა ოფისში...უჩა ოფისში რო გამოიჭირო იშვიათია" - "შაბათის მთავარს" ქოლ-ცენტრების თანამშრომლები ანონიმურად დაუკავშირდნენ

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხი" აგრძელებს ჟურნალისტურ გამოძიებას ფართომასშტაბიან ტრანსნაციონალურ დანაშაულზე, რომელიც დიდი ხანია საქართველოში ყვავის  და გავლენიანი მფარველების ქვეშაა. 

"შაბათის მთავარში" გასული სკანდალური რეპორტაჟის პირველი ნაწილის შემდეგ, ჩვენ ორი სხვადასხვა  ქოლ-ცენტრის  მოქმედი თანამშრომელი დაგვიკავშირდა და ანონიმურობის დაცვის პირობით, ქოლ-ცენტრების საქმიანობისა და მფარველების შესახებ დაფარული ინფორმაცია მოგვაწოდა.

გადმოგვცა რამდენიმე მისამართიც, რომელზეც ამ წუთებშიც ათობით ოპერატორი კიბერდანაშაულს სჩადის  და უცხოელ მოქალაქეებს ასობით ათას დოლარს უკანონოდ ძარცვავს. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი