"მთავარი არხის" წყარომ ჯანდაცვის სამინისტროდან "შაბათის მთავარს" სკანდალური დოკუმენტები მიაწოდა, სამედიცინო ჩანაწერებით ირკვევა რომ ჩაფიძის კლინიკა 2020 წლის იანვრიდან კოვიდპაციენტებს სპეციალური ნებართვის გარეშე იღებდა, 8 თვის განმავლობაში კარდიოლოგიურმა კლინიკამ კოვიდდადასტურებული ასობით მოქალაქე მოათავსა. ლიცენზია კი რომლითაც უფლება ექნებოდათ უპრობლემოდ მიეღოთ კოვიდპაციენტები , მხოლოდ 10 აგვისტოს მიიღეს.
"შაბათის მთავარმა" ამ ამბის გადამოწმება თავად პაციენტებთან სცადა. აღმოჩნდა რომ ყველა პაციენტი კლინიკაში თვითდინებით, ახლო მეგობრებისა და ნაცნობების მეშვეობით მოხვდა, რადგან სასწრაფო მათ ჩაფიძის კლინიკაში ვერ გადაიყვანდა.
არსებული ინფორმაციით, ორშაბათს, ჩაფიძის კლინიკაში რეგულირების სააგენტო შევა.