ანზორ ჩუბინიძის უწყება [სდსს] საიდუმლო შესყიდვით 7 მლნ-ს აძლევს კომპანიას, რომლის გამოც თბილისში ჯერ კიდევ ვერ აშენდა ახალი საკალათბურთო მოედანი და რომლის გამოც ევრობასკეტი ჩაშლის ზღვარზეა. იმის მაგივრად არაკეთილსინდისიერი სამუშაოებისთვის პასუხი მოეთხოვათ "საბა კონსტრაქშენისთვის", ან გაეშავებინათ, ან დაეჯარიმებინათ, კომპანიას ახლა საერთოდ დაფარული მუხლით აძლევენ ფულს ისე, რომ სურვილის შემთხვევაში მოპარვის მეტი საშუალება ჰქონდეს იმ ფირმას, რომლის უკანაც ირიბად დგას გიორგი კაპანაძე, ვისი ჩვენებითაც მაგალითად გიგი უგულავას საქმე შეუკერეს და ციხეში გაუშვეს.
მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ ამ უწყებას უკვე გადასცა და მალე აქ ექსტრემალური მართვის მოედანი მოეწყობა. ტენდერი 6 დეკემბერს გამოცხადდა და უკვე დასრულებულია. სატენდერო დუკუმენტაცია კი დამალულია. პროექტი სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს.