თბილისის კლუბებმა წვეულებები ერთი კვირით გადადეს: "ეს არის ბოლო კომპრომისი"

გამოქვეყნდა:

თბილისის კლუბებმა წვეულებები ერთი კვირით გადადეს- ერთობლივი გადაწყვეტილება მათ შრომის ინსპექციასთან შეხვედრის შემდგ მიიღეს:

თბილისის საკლუბო სცენის უსაფრთხო გახსნასთან დაკავშირებით არსებული კრიზისის დასაძლევად დღეს გაიმართა სცენის წარმომადგენლების შეხვედრა შრომის ინსპექციასთან.

საერთო ინტერესების გათვალისწინებით, თბილისის საკლუბო სცენის წარმომადგენლებმა მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, დღეს, შაბათს, 18 დეკემბერს დაგეგმილი წვეულებები ერთი კვირით გადავდოთ. ჩვენი მხრიდან ეს არის ბოლო შესაძლო კომპრომისი.

სრულ განცხადებას და დეტალებს უახლოეს საათებში გაგიზიარებთ." ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ღამის კლუბებმა თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, გუშინ დააანონსეს, რომ იხსნებოდნენ.

შრომის ინსპექციამ კი გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, რომ საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება არ ჰქონდა მიღებული და შესაბამისად, ღონისძიებების გამართვაც ნებადართული არ იყო

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი