"თავისუფლება მიშას" - რეგიონებში 21 დეკემბრის აქციისთვის მზადება მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

"თავისუფლება მიშას!" - 21 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ფართომასშტაბიანი აქციაა დაანონსებული. ამასთან დაკავშირებით რეგიონებში მზადება მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის წევრები საინფორმაციო აქციას დღეს მარნეულში ატარებენ. ისინი მოქალაქეებს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

"დღევანდელი ჩვენი კამპანია გაგრძელდება თბილისში და მაქსიმალურად ბევრ ადამიანთან მივა გზავნილი. კერძოდ, აუცილებელია, დასრულდეს პოლიტიკური დევნა, ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდეს. ქართველ ხალხს უნდა ესმოდეს, რომ მათი აქტიურობა არის გადამწყვეტი", - ამბობს გიორგი მუმლაძე. 

შეგახსენებთ, აქცის 21 დეკემბერს, 18:00 პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა იქნება, რომ მესამე პრეზიდენტი გათავისუფლდეს. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი