14 აგვისტოს, კასპის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული გელა გოჭოშვილი თავისუფალია.
გოჭოშვილი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას დღეს ერგნეთის საგუშაგოზე გადმოსცეს. მას შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანენ, რის შემდეგაც ოჯახს დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, გელა გოჭოშვილს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდნენ.