მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია იმყოფება.
ჰოსპიტალში შესვლამდე მან ცენტრ "ემპათიას" დასკვნა შეაფასა და ექიმებს წევრებს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ დოკუმენტში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებები სრულად ასახეს.
გიული ალასანია ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს სიარულისას წონასწორობის დაცვა უჭირს და შესაბამის რეაბილიტაციას საჭიროებს.
"ვერ დადის სწორ ხაზზე და რომ გაატარებენ, მარჯვენა მხარეს თუ ვინმე არ იქნება, შეიძლება, დაეცეს. კიდევ იცით რა, მზერა, რომ სინჯავენ, ეს მარჯვენა თვალი ვერ მიჰყვება. სისუსტე აქვს აშკარად, ეს ჩემი შეფასებებია. გამოსავალი არაერთხელ ვთქვი, მიმაჩნია, რომ სჭირდება ნორმალური რეაბილიტაცია. არ ვიცი ეს რამდენად უშველის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამის გარეშე რომ ძალიან ცუდად იქნება საქმე, დასკვნიდანაც ჩანს. მე მოვისმინე გამოსვლები და ყველა ერთხმად იმეორებდა, რომ მისი გადაყვანა ძალიან ადრეა და ამაზე ჯერ ლაპარაკიც არ შეიძლება", - აღნიშნა გიული ალასანიამ.
შეგახსენებთ, ცენტრმა "ემპათიამ" გუშინ, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ შემაჯამებელი დასკვნა და რეკომენდაციები გამოაქვეყნა. "ემპათიას" ალტერნატიული კონსილიუმის წევრები გორის ჰოსპიტალში ჩასვლას ხვალაც გეგმავენ.
იხილეთ ასევე: