"მისი ავთენტურობა ან კვალიფიციურობა ეჭვქვეშ არ დგას" | მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები "ემპათიას" დასკვნას სტრასბურგში გააგზავნიან

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ ცენტრ "ემპათიას" დასკვნის ავთენტურობა ან რაიმე ტიპის კვალიფიციურობა ეჭვის ქვეშ არ დგას და მას სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნ სარჩელს დაურთავენ.

"ჩვენ ველოდები ამ დასკვნას და ამჟამად მას ვსწავლობთ დიდი ყურადღებით. დასკვნის ავთენტურობა ან რაიმე ტიპის კვალიფიციურობა ეჭვქვეშ არ დგას, რაც უნდა ბევრი ისაუბრონ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა. არცერთი საფუძველი ან არცერთი ეჭვი, გამოთქმული ოფიციალურ დონეზე, გარდა იმ ჭორაობისა, რასაც ხშირად ვისმენთ ხელისუფლებისგან ამ ეტაპზე არ არის დაფიქსირებული, ამიტომ არანაირი კითხვები ამ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით არ გვაქვს, ვაპირებთ მის გამოყენებას ყველა სამართლებრივ დონეზე როგორც ეროვნულ სასამართლოებში,ასევე, საერთაშორისო სასამართლოებში, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში",- ამბობს შოთა თუთბერიძე. 

ცენტრ "ემპათიას" შემაჯამებელი დასკვნა იხილეთ ბმულზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი