16 წელი შესრულდა, რაც "თავისუფლების მონიტორის" გუნდი საქართველოში ადამიანის უფლებების დასაცავად მუშაობს და ამხელს სისტემურ ხარვეზებს, ახლა უკვე "მთავარი არხის" ეთერში, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია.
ეს იგივე გუნდია, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლებას ამხელდა, მაშინ 60 წუთის სახელით, შემდეგ იძიებდა "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდის დარღვევებს, ახლა კი "ქართული ოცნების" ჯერია - სამი ხელისუფლების პირობებში მუშაობის უდიდესი გამოცდილება აქვთ ამ ადამიანებს დაგროვილი.
თითოეულ გადაცემაზე მუშაობას კი თვეები, ზოგჯერ მთელი წელიც სჭირდება ხოლმე - ამიტომაც არის მათი გამოძიებები ასეთი საფუძვლიანი და ამიტომაც აქვს "თავისუფლების მონიტორს" აღებული არაერთი ჯილდო.
ჩვენი გადაცემის ბოლო სიუჟეტი სწორედ ჩვენს გამომძიებელ კოლეგებს ეძღვნება.