აფეთქებისას დაშავებულთაგან ერთს სხეულის 60% აქვს დამწვარი - როგორია მდგომარეობა

გამოქვეყნდა:

ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი პირიდან, ერთმა სხეულის  60% დამწვრობა მიიღო. 43 კაცი  მეორე-მესამე ხარისხის დაზიანებით ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება, ექიმის შეფასებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"შემოვიდა პაციენტი, 43 წლის მაამკაცი, მისი მდგომარეობა არის მძიმე, მისი დიაგნოზია სხეულის თერმული დამწვრობა 60%, დამწვრობითი შოკი, სასუნთქი გზების დამწვრობა. დაწყებული აქვს ანტიშოკური მკურნალობა, მოთავსდა რეანიმაციის განყოფილებაში, ამ წუთისთვის მისი მდგომარეობა არის მძიმე", - თქვა ექიმმა, თეა უროტაძემ. 

დაშავებული სამი პირი, კი რომლებსაც მსუბუქი ინტოქსიკაცია აღენიშნება, სტაციონარშია მოთავსებული. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ცნობისთვის, ვაზისუბანში გუშინ აფეთქება მოხდა. საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა. იკრვევა, რომ ვაზისუბნის მე-16 კორპუსში ბუნებრივი აირის პრობლემა აქამდეც იყო, თუმცა თვეების განმავლობაში არ მოგვარებულა. "თბილისი ენერჯი" უარყოფს რომ აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. შემთხვევის ოფიციალურ მიზეზთან ერთად ექსპერტები ახლა კორპუსის მდგრადობის საკითხსაც სწავლობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი