ქორწილის, დაბადების დღისა და ქელეხის გადახდაზე ჯარიმა წესდება

გამოქვეყნდა:

ქორწილის, დაბადების დღისა და ქელეხის გადახდაზე ჯარიმა წესდება - ფიზიკურ პირებს 2 ათასი ლარის გადახდა, იურიდიულ პირებს კი 10 ათასლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწებთ.

ჯარიმები დაწესდა ასევე პირბადის გარეშე გადაადგილებასთან დაკავშირებით. მოქალაქეებს, რომელიც საჯარო სივრცეში, ტაქსიში, მეტროში, ავტობუსსა და მიკროავტობუსში, პირბადის გარეშე იმგზავრებენ 20 ლარით დაჯარიმდებიან. ინიციატივას მხარი დღეს პირველი მოსმენით დაუჭირეს.

რეგულაციებით იკრძალება ისეთი ღონისძიებები როგორიცაა ქორწილის, იუბილის, ქელეხის, მასობრივი თავშეყრის ადგილებში შესაბამისი სოციალური ღონისძიების გამართვა. ვინაიდან იცით, რომ 10 პირამდე შეკრება არის ნებადართული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა კვირის ბოლოს ამოქმედდება. განმეორებით შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი