გაუჩინარებული რამაზ გერლიანის მანქანა ავჭალის პოლიციასთან დგას - ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ავჭალის პოლიციაში რამაზ გერლიანის ოჯახის წევრები და ადვოკატები იმყოფებიან. ისინი ცდილობენ დაადგინონ, რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების მიზეზი, რომელმაც გაუჩინარებამდე სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა და ერთერთი პოლიციელი გიორგი გოგნიაშვილი ზეწოლასა და მუქარაში დაადანაშაულა.

შსს-მ გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.

მან საგამოძიებო უწყებას და მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსაც გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა, თუმცა რეაგირება არ მომხდარა.

ამ დრომდე ავჭალის პოლიციასთან დგას გერლიანის კუთვნილი ავტომობილი, სადაც მან წერილობითი შეტყობინება დატოვა.  წერილში წერია, რომ მანქანაში დამონტაჟებულია მოსასმენი აპარატურა. ადგილზე იმყოფებიან კინოლოგები და ექსპერტ კრიმინალისტები. 

ამავე თემზე:


 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი