სამი პრეზიდენტის შეხვედრა სულ უფრო რეალური ხდება. გიორგი მარგველაშვილი დღეს საჯაროდ აცხადებს, რომ გეგმავს მიხეილ სააკააშვილთან საკანში შესვლას და მასთან ერთად ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანისა და საყოველთაო შერიგების გზებზე მსჯელობას.
მეოთხე პრეზიდენტმა საკანში შეშვების მოთხოვნით უკვე მიმართა შესაბამის უწყებებს. ამ ინიციატივას თვის მხრივ ეთანხმება და შეხვედრის მზაობას ადასტურებს თავად მიხეილ სააკაშვილიც.
პრეზიდენტი მარგველაშვილი საკუთარ ინიციატივას სალომე ზურაბიშვილთან კონფიდენციალური შეხვედრის შემდეგ ახმაურებს. ეს დეტალი გაცილებით აქტუალურს ხდის პრეზიდენტების ფორმატს, და მისი განხორციელების რეალობას. მეოთხე პრეზიდენტის ქვეყნის მოქმედ მეთაურთან კონსულტაციის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი უკვე მართველი პარტიის ლიდერებს შეხვდა და იგივე, შერიგების თემები განიხილა.
ამ პროცესების პარალელურად ოპოზიცია ხვალინდელი საპროტესტო აქციისთვის ემზადება - რომლის აუცილებლობაზეც ხელისუფლების ოპონენტები განუწყვეტილივ საუბრობენ.