ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე, რომელიც ქალაქის მერმა საზეიმოდ აანთო, რამდენიმე წუთში ჩაქრა.
არსებული ინფორმაციით, ნაძვის ხის მცირე ხნით ჩაქრობა ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდებოდა.პრობლემა მალე აღმოიფხვრა და ამ დროისთვის ნაძვის ხე ანთებულია.
ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიას ასობით მოქალაქე დაესწრო.
ცერემონიას შემდეგ ფოიერვერკი გაუშვეს, ამ წუთებში კი ცენტრალურ მოედანზე კონცერტი მიმდინარეობს, რომელშიც დუეტი "ჯორჯია", დათუნა მგელაძე, სალომე ბაკურაძე და ელენე ფოჩხუა მონაწილეობენ.