"ორი კვირაა მანერვიულებს...თავს დავუშავებო" - გერლიანის დის და ყოფილი ცოლის მიმოწერა გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე

გამოქვეყნდა:

გაუჩინარებული რამაზ გერლიანის დის და რამაზ გერლიანის ყოფილი ცოლის მიმოწერა,  ეკონომისტის გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე - ე.წ. სქრინიდან ირკვევა, რომ გერლიანის პრობლემების შესახებ ოჯახის წევრებიც ინფორმირებული იყვნენ - "ორი კვირაა მანერვიულებს, სულ გააგიჟეს...თავს დავუშავებო" - წერია მიმოწერაში.

არსებული ინფორმაციით, გერლიანს ყოფილ ცოლთან კონფლიქტი მოუვიდა, რაზეც ყოფილი რძალ-მული ფეისბუქით საუბრობს.

რამაზ გერლიანი 19 დეკემბრის შემდეგ გაუჩინარდა. გუშინ მთელი დღის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა მის ოფისში, მანქანასთან და კითხავდნენ ოჯახის წევრებს.

მისი მანქანა მიტოვებული ავჭალის პოლიციასთან ნახეს. გაუჩინარებამდე გერლიანმა ფეისბუქზე პოსტი დაწერა და პოლიციელი გიორგი გოგნიაშვილი ზეწოლაში დაადანაშაულა. ფეისბუქ-პოსტი სოციალურ ქსელში უკვე აღარ იძებნება. უცნობია რა მიზეზით.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი