თბილისის ერთ ერთ ღამის კლუბში ინდოელ ტურისტებს 40 000 ლარის გადახდა მოსთხოვეს, მას შემდგ კი რაც ტურისტებმა თანხის გადახდაზე უარი თქვეს, მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. მიღებული დაზიანებებით კი ერთ ერთი ტურისტი საავადმყოფოშია გადაიყვანეს. ინციდენტი ღამის კლუბ "შავ ვარდში" გასულ ღამეს მოხდა.
"მთავარის" ინფორმაციით ტურისტები საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ და საღამოს ერთ ერთ რესტორანში ვახშმობდნენ, რა დროსაც მათთან რამდენიმე ახალგაზრდა გოგონა მივიდა, რომლებმაც ღამის კლუბის ფლაერები გადასცეს და საღამოს გატარება აღნიშნულ კლუბში შესთავაზეს.
სწორედ ამის შემდგ მივიდნენ ტურისტები "შავ ვარდში" და შესვლის საფასური, 20 დოლარი გადაიხადეს. ამ თანხაში, მათი ინფორმაციით, შედიოდა 1 ჭიქა ლუდიც შედიოდა. პრობლემები ტურისტებს კლუბიდან გამოსვლისას შეექმნათ, რა დროსაც მათ 40 000 ლარის გადახდა მოსთხოვეს. ტურისტებმა თანხის გადახდაზე უარი თქვეს, რასაც ღამის კლუბის დაცვასთან დაპირისპირება მოჰყვა. "მთავარის" ინფორმაციით, წინააღმდეგობის მიუხედავად, ტურისტებს ამ თანხის გადახდა მაინც მოუწიათ, რის შემდეგაც მათ პოლიციას მიმართეს.
ინდოელი ტურისტები ამჟამად პოლიციის ერთ ერთ განყოფილებაში იმყოფებიან, სადაც მათი დაკითხვა მიმდინარეობს.
"კლუბში შეიყვანეს ეს ტურისტები. თავიდან მოხდა შესვლის თანხის, მიზერული თანხის გადახდა, თუმცა შემდგ მოსთხოვეს დიდი რაოდენობის თანხა. შესვლის თანხა იყო 20 დოლარი, რომელშიც შედიოდა 1 ჭიქა სასმელიც, ამით სავარაუდოდ შეიტყუეს და მერე უკვე დიდი რაოდენობით თანხა მოსთხვეს" განაცხადა იმ ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა, რომლის დახმარებითაც ინდოელი ტურისტები საქართველოში ჩამოვიდნენ.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ღამის კლუბში მსგავსი ფაქტები ხშირია, თუმცა დაწესებულებას სავარაუდოდ გავლენიანი მფარველები ჰყავს და არც ერთ ასეთ შემთხვევას პოლიციის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
გასულ ღამეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კი ინდოელი ტურისტები ამჟამად დაკითხვაზე იმყოფებიან, ღამის კლუბი დალუქულია, საქმეზე კი გამოძიება დაიწყო, თუმცა შსს არ აკონკრეტებს რა მუხლით აღიძრა საქმე.