1-ლი თებერვლიდან თბილისში საზ. ტრანსპორტის სააბონიმენტო სისტემა ამოქმედდება | ნახეთ ფასები

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 2022 წლის პირველი თებერვლიდან, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისთვის სააბონიმენტო სისტემა ამოქმედდება.

როგორც კალაძემ აღნიშნა, აბონიმენტების შეძენა მოქალაქეებს 5 იანვრიდან, თბილისის მეტროს სალაროებში და "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალებში შეეძლებათ.

აბონიმენტების ფასები ასეთი იქნება:

  • ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი - 1 ლარი;
  • ულიმიტო ერთდღიანი ბარათი - 3 ლარი;
  • ულიმიტო ერთკვირიანი ბარათი - 20 ლარი;
  • ულიმიტო ერთთვიანი ბარათი - 40 ლარი;
  • ულიმიტო სამთვიანი ბარათი - 100 ლარი;
  • ულიმიტო ექვსთვიანი ბარათი - 150 ლარი;
  • ულიმიტო ერთწლიანი ბარათი - 250 ლარი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი