ტრაგედია ხარაგაულში - საწარმოს ხელმძღვანელობას ამ დრომდე არ აქვს პასუხი, რა მოხდა ვერტყვიჭალაში?

გამოქვეყნდა:

ჩამოშლილი რკინის კონსტრუქცია - ვერტყვიჭალაში, ტრაგედიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა. უბედური შემთხვევა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ ობიექტზე მოხდა, რომლის პერსონალი რამდენიმე თვის წინ შრომისა და უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებას საპროტესტო აქციებით ითხოვდა.

საწარმოს ხელმძღვანელობას ამ დრომდე არ აქვს პასუხი, რა მოხდა სოფელ ვერტყვიჭალაში და რატომ ვერ გახდა შესაძლებელი ტრაგედიის თავიდან აცილება. კონსტრუქციის მფლობელი ჩინური კომპანიაა, რომლის სახელი არაერთ სკანდალში ფიგურირებს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, ახლა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს იყო თუ არა ობიექტზე დაცული უსაფრთხოების ნორმები და რატომ ვერ გაუძლო რკინის ნაგებობამ უხვ ნალექს, რაც ერთ-ერთი ვერსიით გახდა კონსტრუქციის ჩამონგრევის მიზეზი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი