1 ლარი 50 თეთრის ნაცვლად - თბილისში ტრანსპორტი ძვირდება

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების მორიგი სიურპრიზი თბილისელებისთვის - კახა კალაძის გადაწყვეტილებით დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი ძვირდება.

მომავალი წლიდან ავტობუსით, მიკროავტობუსითა და მეტროპოლიტენით მგზავრობა 1 ლარი ეღირება. ამ გაძვირების ეფექტის შესამსუბუქებლად მერია ფასდაკლების აბონიმენტების სისტემასაც აწესებს, მაგრამ რეალობა პრაქტიკულად არ იცვლება.

იმისთვის რომ თბილისელმა ტრანსპორტით სარგებლობაზე მცირედი შეღავათი მაინც მიიღოს, ერთ წლიან აბონიმენტში ერთბაშად 250 ლარი უნდა გადაიხადოს - ანუ თითქმის მთელი თვის პენსია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი