საგანგებო სხდომა ჯანდაცვაში - სამინისტროში კლინიკების ხელმძღვანელებს ელოდებიან 

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროში საგანგებო სხდომა ჩაინიშნა, სადაც სხვადასხვა კლინიკების ხელმძღვანელები არიან მიწვეული. სხდომა 13 საათზე დაიწყება.

თემა უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით ეპიდვითარებაზე ისაუბრებენ, რადგან როგორც ცნობილია, საქართველოში უკვე დადასტურდა "ომიკრონის" შტამის 24 შემთხვევა და ამჟამად კიდევ 15 საეჭვო შემთხვევას იკვლევენ.

ეპიდემიოლოგები ახალი ეპიდაფეთქების საშიშროებაზე საუბრობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი