სამშენებლო ნორმების დარღვევის მორიგი ფაქტი - მარნეულში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად მუშა გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

სამშენებლო ნორმების დარღვევის მორიგი ფაქტი - მარნეულში მშენებარე კორუსის მე-9 სართულიდან მუშა ჩამოვარდა. 51 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ მამაკაცს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია და მომხდარს უსაფრთხოების ზომების დარღვევას უკავშირებენ. 

"მთავარი არხი" სამშენებლო კომპანია "დიდგორის" წარმომადგენელს დაუკავშირდა, თუმცა მან კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა. კომპანიის წარმომადგენელი მოკლე კომენტარით  შემოიფარგლა და მხოლოდ ის თქვა, რომ რუსთაველის ქუჩაძე მშენებლობა უკვე დასრულებულია და მუშები ადგილზე დასუფთავების სამუშაოების აწარმოებდნენ.

ვიცი, რომ მოხდა უბედური შემთხვევა... ვერ გეტყვი მე...მორჩა იქ სამუშოები, მიმდინარეობდა დასუფთავება და ორი მუშა ასუფთავებდა. უბრალოდ პიონებთან ერთი მაღლა იდგა, ერთი დაბლა, ალაგებდა იქ ფიცრებს და ჩამოჰქონდა დაბლა... მე ვერ გეტყვი ახლა იქ რა მოხდა, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ტერიტორია, სადაც ინციდენტი მოხდა, "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატის, ნოდარ მთვარელიძის მფლობელობაშია. მთარელიძემ "მთავართან" კითხვებზე პასუხის გაცემას თავი აარიდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი