გორში მომხდარი ჩხუბის შედეგად დაშავებულია 18 წლის ახალგაზრდა - ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება

გამოქვეყნდა:

გორში მომხდარი ჩხუბის დროს 18 წლის ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა. ახალგაზრდები ერთმანეთს რესტორანში დაუპირისპირდნენ. ინციდენტის დროს ადგილზე გამოიძახეს პოლიციაც. 

დაშავებული ახალგაზრდა გორის კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა მისი მდგომარეობის დამძიმების კვალდაკვალ, კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა. გორის კლინიკაში გამთენიისას შეყვანილ პაციენტს ქალა-ტვინის ტრავმები, მრავალობითი მოტეხილობები და დაზიანებები აღენიშნებოდა. 

ინციდენტი რესტორან "ჟოზეფში" მოხდა. რესტორნის მენეჯერი დეტალებზე არ საუბრობს, რადგან შეხლა-შემოხლა ახალგაზრდებს შორის მისი სამსახურიდან წასვლის შემდეგ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბი ჯერ რესტორნის შიგნით დაიწყო, შემდეგ კი გარეთ გაგრძელდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. არაოფიციალური ინფორმაციით, ინციდენტში სპორტსმენები მონაწილეობდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" კითხვებს, ჯერჯერობით, არ პასუხობს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი