სპეცოპერაცია ღამის კლუბების წინააღმდეგ - "ბასიანი" ამ წუთებში სამართალდამცველებისა და შრომის ინსპექციის ალყაშია. "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გააუქმა ღამის კლუბების გახსნის გადაწყვეტილება, თუმცა თავად კლუბებმა დღეს რამდენიმე ივენთი მაინც დაგეგმეს.
ასეთი გეგმის არსებობის გამო, პოლიციამ უკვე დალუქა კლუბი მტკვარზე. ახლა ყველა ბასიანში მოვლენების განვითარებას ელის. კლუბში ღონისძიება ღამის 12 საათზე უნდა დაიწყოს, თუმცა არ არის გამორიცხული დაპირისპირება მანამდეც მოხდეს. დაწესებულების მეპატრონეები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ამ დრომდე თათბირობენ.