აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი დახმარებას ითხოვს - ნინო გოგუა, მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, 10 წელია, ქუთაისში, დევნილებისა და სოციალურად დაუცველების კორპუსში ცხოვრობს.
ოჯახი რამდენიმე წელია ბინის მიღებას ელოდება, თუმცა უშედეგოდ.
ამჯერად დევნილ ოჯახს სამინისტრომ უარი იმ მიზეზით უთხრა, რომ მორიგი შემოწმებისას ოჯახის ყველა წევრს კოვიდი ჰქონდა და ისინი კოვიდსასტუმროში იყვნენ გადასული. მიზეზად სახელდება ისიც, რომ კორპუსი უკვე ანულირებულია და იქ მცხოვრები დევნილები ბინებით დააკმაყოფილეს.
ნინო გოგუას თქმით, მას აქვს ყველა მონაცემი და დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ ოჯახს ბინა ყველა კრიტერიუმით ეკუთვნის.
ოჯახი დევნილთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელის სასამართლოში შეტანას გეგმავს.