ენმ ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირების ფონზე, მერის ხელფასის გაორმაგებას აპროტესტებს 

გამოქვეყნდა:

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქალაქის მერის, იოსებ ხახალეიშვილის ხელფასის გაორმაგებას და ამის ფონზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოთხ მიმართულებაზე მგზავრობის ღირებულების გაზრდას აპროტესტებს.

ფრაქციის თავმჯდომარე გიგა შუშანია ამბობს, რომ 4 მიმართულებაზე ტრანსპორტის ტარიფი 50 დან 70 თეთრამდე გაიზარდა, რაც ქუთაისელებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.

მისივე ინფორმაციით, ქალაქი ყოველდღიურად იცლება მოსახლეობისგან, არის უამრავი მოუგვარებელი პრობლემა და ამ ფონზე, მერის ხელფასის 5 500 ლარამდე გაზრდა, მოსახლეობის დაცინვაა.

როგორც პარტიაში ამბობენ, საერთო ჯამში ქუთაისის მერის მაღალჩინოსნების და აქტივისტების ხელფასებზე 2022 წელს 7 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება. ქუთაისის მერიის ვალი კი 25 მილიონ 377 ათასი ლარს შეადგენს.

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", უარი თქვას ამ გადაწყვეტილებაზე და ეს თანხა ქუთაისელთა პრობლემების მოგვარებას მოახმარონ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი