აქცია ორბელიანის მოედანზე | ხელოვნებათმცოდნეები ხელოვნების მუზეუმში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს ორბელიანის მოედანზე, სადაც ხელოვნებათმცოდნეები და რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილი.

აქციის მონაწილეები ხელოვნების მუზეუმში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება - ექსპონატების გადატანასთან დაკავშირებით, მიუღებლად მიაჩნიათ.

"თბილისის ჰამქარის" თავმჯდომარე ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ მათ მიერ მიწერილ არცერთ წერილზე კულტურის სამინისტროსგან პასუხი არ მიუღიათ და ეს საკითხი სასამართლოს დონეზე გადაიტანეს. 

ხელოვნებათმცოდნეები აღნიშნავენ, რომ მუზეუმთან დაკავშირებით პროცესები არაპროფესიონალურად და სრულად გასაიდუმლოებულად მიმდინარეობს, რაზეც პასუხისმგებლობა კულტურის სამინისტროს ეკისრება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი