ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან პროტესტის უკიდურეს ფორმას "მოძრაობა საქართველოსთვის" ორი წევრი გამოეთიშა.
ისინი შეუძლოდ ცოტა ხნის წინ გახდნენ. ერთ-ერთი მათგანი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება, მას სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა დაუფიქსირდა, მეორეს კი მაღალი არტერიული წნევა აქვს.
მათ შიმშილობა შეწყვიტეს თუმცა, სხვა აქტივისტებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც პროტესტს მათ ნაცვლად გააგრძელებენ.
"ორმა მოშიმშილემ ექიმების რეკომენდაცია მიიღეს, რომ უნდა შეწყვიტონ შიმშილობა, შაქარი ძალიან გაეზარდათ მათ და შეწყვიტეს შიმშილობა, ჩვენთვის მიზანი არ არის ადამიანის ცუდად ყოფნა, ჩვენი მიზანია სამართლიანი პროტესტი", - ამბობს კობა ხაბაზი.
ცნობისთვის, ამ დროისთვის ,,ნაციონალური მოძრაობის'' ოფისთან გაშლილი 12 კარავში 320 ადამიანი შიმშილობს.