სახალხო დამცველის კიდევ ერთმა დასკვნამ ნინოწმინდის პანსიონში მომხდარ საშინელებებს კიდევ ერთხელ ახადა ფარდა. პატარებს დასჯის მიზნით ურტყამდნენ, არ აძინებდნენ, არ აჭმევდნენ, ყინვაში პერანგების ამარა აყენებდნენ და ა.შ.
ასეთი საშინელებების წარმოდგენა აქამდე არათუ ბავშვთა სახლში, არამედ შუა საუკუნეების ციხეებსა, ან საბჭოთა ყაზარმებში თუ შეიძლებოდა.
საპატრიარქოს სახელით მოქმედ სასწავლებელში არსებული დანაშაულების შესახებ იცოდნენ სამართალდამცველებმაც, მმართველებმაც, მაგრამ პრაქტიკა წლების განმავლობაში გრძელდებოდა, თან ისე, რომ პანსიონის ხელმძღვანელი, მეუფე სპირიდონი, იქ სახელმწიფოს წარმომადგენლებს საერთოდ არ უშვებდა.
იხილეთ ასევე: