ჩაკეტილი მონასტრის კარი და შეჩერებული წირვა-ლოცვა უბისის წმინდა გიორგი სახელობის მონასტერში - ადგილობრივები დილიდან ეკლესიის ტერიტორიაზე არიან შეკრებილი და მეუფე მელქისედეკის მიერ ახალი სასულიერო პირების მონასტერში შეყვანას აპროტესტებენ.
ისინი ამბობენ, რომ 2 ახლადარჩეულ ბერს, რომლებიც მეუფემ დაჩქარებული წესით აკურთხა, "საეჭვო რეპუტაცია" აქვთ. მათი მოთხოვნაა, საპატრიარქოში ზნეობრივი კომისია შეიქმნას, რომელიც "საეჭვო რეპუტაციის" ბერების საქმეებს შეისწავლის.
პროტესტის გამო, მონასტერში წირვა ამ დრომდე არ დაწყებულა. ადგილზე შეკრებილები ამბობენ, რომ ისინი მღვდელმსახურებს წირვა-ლოცვის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.
მათივე თქმით, უკვე სამი კვირაა, მეუფესთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. მეუფე მელქისედეკი არც "მთავარი არხის" ზარებს პასუხობს.