"მთავარი არხის" ინფორმაციით, ღარიბაშვილი ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილს ხვალ წარადგენს 

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხისთვის" ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, რომ ხვალ, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ჯანდაცვის გადამდგარი მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელად ზურაბ აზარაშვილს ოფიციალურად წარადგენს. 

ზურაბ აზარაშავილი ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებს. მისი კარიერა "ოცნების" სხვა ლიდერების მსგავსად, ბანკ "ქართუში" იწყება, სადაც პლასტიკური ბარათებისა და მომსახურების სპეციალისტი იყო. 

მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროში დაბრუნდა, აზარაშვილი თბილავიამშენის გენერალური დირექტორი გახდა. მოგვიანებით ის "დელტას" (სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი) ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი