შეუძლებელი თვითმკვლელობა | რა ვითარებაში გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი - პროკურატურის ვერსია და პასუხგაუცემელი შეკითხვები

გამოქვეყნდა:

თვეების განმავლობაში გაუჩინარებულ ახალგაზრდა მამაკაცს სახლიდან შორს, ხეზე ჩამოკიდებულს პოულობენ - პირველი აზრი, რომელიც ნებისმიერს მოუვა თავში, თვითმკვლელობაა. 

მაგრამ როდესაც აღმოაჩენ, რომ ცხედარი მუმიფიცირებულია, რაც შეუძლებელი იქნებოდა თვეების განმავლობაში, მათ შორის, ზაფხულის პერიოდში ხეზე დაკიდებული გვამის შემთხვევაში, უკვე უნდა გაგიჩნდეს ეჭვი, რომ, შესაძლოა, მოკლულის სხეული სულაც არ ეკიდა მთელი ამ ხნის განმავლობაში ღია ბუნებაში, არამედ სადღაც სხვაგან, ისეთ სივრცეში და გარემო პირობებში მდებარეობდა, რომ ამან ქსოვილების მუმიფიცირება გამოიწვია. 

როდესაც აღმოაჩენ, რომ ცხედარს კბილები ჩამსხვრეული აქვს და ცალი ტერფი მოგლეჯილი - აქ მამაკაცზე განხორციელებული ძალადობის ეჭვი უნდა გაჩნდეს. 

და როდესაც ბოლოს შეამჩნევ, რომ გარდაცვლილს ცალი ხელი წელზე, ქამართან აქვს მიბმული, მაშინ უკვე საბოლოოდ უნდა დაეჭვდე, რომ, ჯერ ერთი, მამაკაცი ხელს თვითონ არ დაიბამდა და, მითუმეტეს, თუ ის თავის ჩამოხრჩობას აპირებდა - ცალი ხელით ამის გაკეთება ან შეუძლებელია, ან უკიდურესად რთული. 

შესაბამისად, ყველა ამ კითხვის გაჩენის შემდეგ უნდა გაგიჩნდეს მთავარი ლოგიკური ეჭვი - ეს მხოლოდ გავს თვითმკვლელობას, სინამდვილეში კი ეს მკვლელობაა. 

ოჯახისგან განსხვავებით, პროკურატურას მსგავსი შეკითხვები არ უჩნდება და გამოძიება ისევ და ისევ თვითმკვლელობაზე ლაპარაკობს. 

საინტერესოა, რა ლოგიკას ეფუძნება პროკურატურის მსჯელობა და რა მოხდა სინამდვილეში - როგორ დაიღუპა ახალგაზრდა მამაკაცი და რატომ არ იძიებენ მკვლელობის ვერსიას ბრალმდებლები.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი