პოლიტიკა არ არის ერთადერთი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება - სამწუხაროდ, საქართველოში ყველა სფერო იმდენად პოლიტიზებულია, რომ ხშირად სწორედ ასეთი შეგრძნება გვაქვს, რომ პოლიტიკის და პოლიტიკოსების გარდა ამ ქვეყანაში არაფრისთვის ადგილი აღარ რჩება. განსაკუთრებით, თუ ეს პოლიტიკოსები ხელისუფლებაში არიან.
მაგრამ, სინამდვილეში, პოლიტიკის მიღმაც ხდება სხვა რაღაცები - კარგიც და ცუდიც.
ზედმეტი სიტყვიერი კომენტარის გარეშე, ქრონოლოგიურად გაიარეთ ჩვენთან ერთად მთელი 2021 წელი და ნახეთ, როგორი შემორჩება ის საქართველოს ისტორიას - პოლიტიკითაც და არა-პოლიტიკურადაც.