12 წუთში მიღებული გადაწყვეტილება | გაძვირებული ტრანსპორტი

გამოქვეყნდა:

გადაწყვეტილება მიღებულია. თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასი 1 თებერვლიდან გაორმაგდება. მწვავე საზოგადოებრივი პროტესტისა და საკრებულოში არაერთი დაპირიპირების მიუხედავად, სატრანსპორტო კომისიამ პროექტს მხარი დაუჭირა და დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნა.

ეს არ არის თბილისის მთავრობის ერთადერთი ინიციატივა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის გარეშე უმოკლეს ვადაში განიხილა და  მწვანე შუქი აუნთო.

ახალა პროცესებმა საკრებულოში გადაინაცვლა, სადაც მგზავრობის ტარიფის ზრდასთან ერთად მმართველი გუნდი იურიდიულ პირებს დასუფთავბის მოსაკრებელსაც უზრდის.

ხმაურიანი სხდომა ინიციტივის ავტორის, კახა კალაძის გარეშე მიმდინარეობს, როგორ ჩანს დედაქალაქის მერმა თავი აარიდა იმ მწვავე შკითხვებს და პრეტენზიებს, რომელიც კალაძის მისამართით ბევრი დაგროვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი