ჟინვალთან მიკროავტობუსი გადავარდა - დაღუპულია დედა-შვილი

გამოქვეყნდა:

ავტოსაგზაო შემთხვევა მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის მონაკვეთზე მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია ორი ადამიანი. დედა-შვილი, რომლებიც არსებული ინფორმაციით, ბულგარეთიდან იყვნენ ჩამოსულები.

რაც შეეხება მომხდარს არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის გამოც ის გზიდან ხევში გადავარდა.

წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 6 ადამიანი.

როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო. ადგილზე შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული.

დეტალები "მთავარის"  18 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი