"რიყის დოქები" ფასდაკლებით, ამჯერად 30 მილიონად იყიდება | აუქციონი უკვე მეხუთედ გამოცხადდა

გამოქვეყნდა:

მთავრობამ ე.წ. რიყის დოქებს ფასი ისევ დააკლო და ის ამჯერად უკვე 30 მილიონ ლარად იყიდება. ხელისუფლებამ აუქციონი უკვე მეხუთედ გამოაცხადა. 

წინა შეთავაზებასთან შედარებით  ფასი 17.5 მილიონი ლარით, თავდაპირველ შეთავაზებასთან შედარებით კი 65 მილიონი ლარითაა შემცირებული. 

საპრივატიზებო პირობების თანახმად, "რიყის დოქების" მყიდველი ვალდებული იქნება 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს და არაუმეტეს 3 წლის ვადაში, მუზეუმის (ღვინის და ციფრული ხელოვნების/ტექნოლოგიების მუზეუმ(ებ)ის) და საგამოფენო/საკონფერენციო სივრცე(ებ)ის/დარბაზ(ებ)ის) შექმნა და ფუნქციონირების დაწყება უზრუნველყოს.

თავდაპირველად, რიყის დოქები 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე 95 მლნ ლარად გამოიტანეს. თუმცა მისი გაყიდვის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი