თბილისის მეტროს მატარებლის ვაგონებით, რუსული კომპანია მოამარაგებს 

გამოქვეყნდა:

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოცხადებულ ტენდერში თბილისის მეტროსთვის 44 ვაგონის მიწოდებაზე რუსულმა კომპანიამ "მეტროვაგონმაში“ გაიმარჯვა.

ინფორმაცია ამის შესახებ რუსული მედიიდან ხდება ცნობილი. სააგენტო TASS-ს შესაბამის მოთხოვნაზე თბილისის მერიამ უპასუხა:

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) გეგმავს 44 ახალი ვაგონის შეძენას თბილისის მუნიციპალური მომსახურებისთვის სტანდარტული შესყიდვით. პრეტენდენტთა ფასების დოკუმენტაციისა და ანალიზის საფუძველზე აღნიშნული მანქანების შესყიდვაში გამარჯვებულად გამოვლინდა სს „მეტროვაგონმაში“. 44 ახალი მანქანის შესყიდვის ფასი 49,19 მილიონი ევრო იქნება“, - ნათქვამია დოკუმენტში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი