"ჯარში ვიყავი თუ არა, ეგ მკითხეს... მოვიდნენ და ჩვენი მიმართულებით ისროლეს" - ამის შესახებ გრემიესხევიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქეები საუბრობენ, რომლებიც ქართულ მხარეს ცოტა ხნის წინ გადმოსცეს.
ამბობენ, რომ რუსი სამხედროები მათთან იმ დროს მივიდნენ, როცა ისინი ტყეში შეშის მოსაგროვებლად იყვნენ წასულები. ისინი ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.