ვეფხვის წელს სადღესასწაულო სუფრის გაშლა თეთრი და ოქროსფერი ხელსახოცებით, მრავალფეროვანი ჭურჭლითა და საინტერესო აქსესუარებით იწყება.
არ უნდა დაგვავიწყდეს ვერცხლისფერი, ან ოქროსფერი სანთლების მიტანა
ლურჯი ვეფხვის წელს სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებელია ნაძვის ხის ტოტებით გაფორმებული ჭიქები და ბუნებრივი ყვავილი გვქონდეს.
სპეციალისტების თქმით, ვეფხვი ძალიან ბედნიერი იქნება, თუ სუფრის გაწყობისას აქცენტს თეთრზე, ლურჯზე, ვერცხლისფერსა და ოქროსფერზე გააკეთებთ.
ვეფხვი მტაცებელია და მას ყველანაირი ხორცი იზიდავს. შესაბამისად, საახალწლო თუ არასაახალწლო პერიოდში, ხორციანი კერძების მრავალფეროვნება უნდა იყოს.
კარგი იქნება, თუ გავაკეთებთ მწვანე ფერის სალათებსაც და გამოვიყენებთ დიდი რაოდენობით მწვანილს.
2022 წლის მთავარ ფერად დიზაინერებმა მსოფლიოს მასშტაბით, იასამნისფერი დაასახელეს, რომელიც მათი თქმით, სამყაროში, ახლა მიმდინარე ცვლილებებს გამოხატავს.
ფერის შექმნის შთაგონების წყარო კი დიზაინერებისთვის პანდემიასა და გარემოსთან დაკავშირებული გამოწვევები და სოციალური პრობლემები გახდა.
ფერის გარდა დასახელებულია ჩაცმის სტილიც, რომელიც 2022 წელს ყველაზე ტენდენციური იქნება
ასტროლოგების განმარტებით, 2022 წელი ზოდიაქოს ბევრი ნიშნისთვის იქნება საუკეთესო. ასტროლოგების რჩევაა უარყოფითი და ნეგატიური ემოციები წყალს გავატანოთ.