კურიოზები, რომლებსაც ყველა ელოდება - ჟურნალისტები და ჩვენი რესპონდენტები კადრში და კადრს მიღმა. შეცდომები, უხერხული სიტუაციები, ტექნიკური ხარვეზები, ან უბრალოდ გადაღლილი კორესპონდენტები.
მხოლოდ ერთ დღეს ვასაჯაროებთ "მთავარი არხის" იმ არქივს, რომელსაც თქვენთვის საგულდაგულოდ ვინახავდით. ახალ წელს შეცდომებიც იმ მოგონებად იქცევა, რომელსაც თქვენთან, ჩვენს მაყურებელთან, ერთად გავიხსენებთ.